ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ კარიბთან ახლოს მოხდა.
შარაი მავერა და მისი ბოიფრენდი ბუჩქებში განმარტოვდნენ. მოულოდნელად ბიჭმა ლომი დაინახა, რომელიც თავდასხმისთვის ემზადებოდა. შეშინებული გაეცალა ქალს და გზაზე გადახტა, უკან რომ მოიხედა - მტაცებელი უკვე ფატრავდა მის თანამგზავრს.
როგორც მოგვიანებით თვითმხილველები ჰყვებოდნენ,
მოგვიანებით დაცვის თანხლებით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და იქ იპოვეს ქალის ნაგლეჯები. ლომმა, რასაკვირველია, ამასობაში მიმალვა მოასწრო.
შარაი მავერა ადგილობრივ ბაზარში მუშაობდა, მისი პარტნიორი კი მეთევზე იყო. შეყვარებულების მეგობრების თქმით, ისინი ხშირად განმარტოვდებოდნენ ხოლმე ბუჩქებში.
რეინჯერებმა კი ლომზე ნადირობა გამოაცხადეს. მათი აზრით, ეს ის ლომია, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ღამის კლუბიდან შინ მიმავალი მამაკაცი დაგლიჯა.
როგორც ჩანს, ლომს განსაკუთრებით ის ადამიანები არ მოსწონს, რომლებიც ''აღვირახსნილი ცხოვრებით'' ცხოვრობენ.
სპეციალურად საიტისთვის